среда, 3 октября 2018 г.

დედის რძის გამოსაწველი აპარატები

რძის გამოწველა ხელით ხშირად უეფექტო და მტკივნეული პროცედურაა, თუმცა დღეისათვის არსებობს რძის გამოსაწველი სხვადასხვა ტიპის აპარატები, რომელთა შერჩევაც დამოკიდებულია ჩვენს მოთხოვნებზე.
სასარგებლო რჩევები, რომელიც გამოგადგებათ რძის გამოსაწველი ნებისმიერი ტიპის აპარატის ხმარებისას:
  • იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ მოდელი, უნდა განსაზღვროთ  რამდენად ხშირად გამოიყენებთ და რა დროის დახარჯვას აპირებთ რძის გამოწველის პროცედურაზე. ხშირი  გამოყენებისათვის რა თქმა უნდა ყველაზე ეფექტური იქნება რძის გამოსაწველი ელექტროაპარატები.
  • პირველი გამოყენების წინ მოახდინეთ რძის გამოსაწველი აპარატის დეტალების სტერილიზება, შემდგომში კი საკმარისი იქნება ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა, ყოველი გარეცხვის შემდეგ კი ჰაერზე გაშრობა. გარეცხვის პერიოდში მიაქციეთ ყურადღება თითოეულ დეტალს, რათა არ  დარჩეს რძის მცირე ნაწილაკიც კი.
  • გამოწველის წინ დაიბანეთ ხელები საპნით, ძუძუ კი ჩვეულებრივი თბილი წყლით
  • დაიდეთ ძუძუზე თბილი კომპრესი და ჩაიტარეთ მასაჟი, რაც ხელს შეუწყობს რძის ეფექტურად გამოწველას
  • გამოწველის პროცესში მოათავსეთ გამოსაწველი აპარატის თავი, ისე რომ დვრილი მოხვდეს მის ცენტრში
  • დაარეგულირეთ წნევა ისე, რომ გამოწველის პროცესი არ იყოს მტკივნეული.
რაც შეეხება უშუალოდ რძის გამოსაწველ აპარატებს, არსებობს ელექტრო და მექანიკური რძის გამოსაწველი აპარატები.


Комментариев нет:

Отправить комментарий