пятница, 5 апреля 2024 г.

,,ამაზონი" ფასდაკლებებით

  გვერდზე, რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი

 აღნიშნული გვერდის  გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გვერდზე. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-საც აღწევს.

 აღნიშნული  გვერდი მხოლოდ ქართულენოვან სვლაგეზს აქვეყნებს, იგი არ იწერს საქონელს და კონსულტანტები არ ყავს. ამაზონიდან დამოუკიდებლად უნდა გამოიწეროთ. ამაზონიდან გამოწერა არაა რთული.

  საქონლის უდიდესი არჩევანი, ზომიერი ფასები, დროული მოწოდება- დამახასიათებელია ამაზონისათვის.

 ამაზონზე ყოველთვის შედით ამ გვერდიდან > https://www.medgeo.net/ამაზონი-ფასდაკლებებით/









среда, 3 октября 2018 г.

დედის რძის გამოსაწველი აპარატები

რძის გამოწველა ხელით ხშირად უეფექტო და მტკივნეული პროცედურაა, თუმცა დღეისათვის არსებობს რძის გამოსაწველი სხვადასხვა ტიპის აპარატები, რომელთა შერჩევაც დამოკიდებულია ჩვენს მოთხოვნებზე.
სასარგებლო რჩევები, რომელიც გამოგადგებათ რძის გამოსაწველი ნებისმიერი ტიპის აპარატის ხმარებისას:
  • იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ მოდელი, უნდა განსაზღვროთ  რამდენად ხშირად გამოიყენებთ და რა დროის დახარჯვას აპირებთ რძის გამოწველის პროცედურაზე. ხშირი  გამოყენებისათვის რა თქმა უნდა ყველაზე ეფექტური იქნება რძის გამოსაწველი ელექტროაპარატები.
  • პირველი გამოყენების წინ მოახდინეთ რძის გამოსაწველი აპარატის დეტალების სტერილიზება, შემდგომში კი საკმარისი იქნება ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა, ყოველი გარეცხვის შემდეგ კი ჰაერზე გაშრობა. გარეცხვის პერიოდში მიაქციეთ ყურადღება თითოეულ დეტალს, რათა არ  დარჩეს რძის მცირე ნაწილაკიც კი.
  • გამოწველის წინ დაიბანეთ ხელები საპნით, ძუძუ კი ჩვეულებრივი თბილი წყლით
  • დაიდეთ ძუძუზე თბილი კომპრესი და ჩაიტარეთ მასაჟი, რაც ხელს შეუწყობს რძის ეფექტურად გამოწველას
  • გამოწველის პროცესში მოათავსეთ გამოსაწველი აპარატის თავი, ისე რომ დვრილი მოხვდეს მის ცენტრში
  • დაარეგულირეთ წნევა ისე, რომ გამოწველის პროცესი არ იყოს მტკივნეული.
რაც შეეხება უშუალოდ რძის გამოსაწველ აპარატებს, არსებობს ელექტრო და მექანიკური რძის გამოსაწველი აპარატები.


დედის რძის გამოწველა

როდის უნდა გამოვიწველოთ რძე?
ძუძუთი კვებას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია გარდა უშუალოდ რძეში შემავალი ბავშვისთვის საჭირო ნივთიერებებისა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში დგება დედის რძის გამოწველის საჭიროება. ამისი მიზეზები შემდეგია:
  • დედას უწევს სხვადასხვა მიზეზების გამო პატარასთან დაშორება. ასეთ შემთხვევაში რეგულარული გამოწველა ლაქტაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სასურველია თითოეული ძუძუს გამოწველა მოხდეს 10-15 წუთის განმავლობაში დღეში 6-10-ჯერ
  • რძის გამოწველა საშუალებას იძლევა დაუტოვოთ პატარას საკვები თქვენი არ ყოფნის პერიოდში
  • რძის გამოწველა კარგი  საშუალებაა ლაქტოსტაზის (რძის შეგუბება) დროს, თუ პატარა ვერ ახერხებს რძის ბოლომდე გამოცლას
  • მშობიარობის შემდეგ ექიმები ხშირად იძლევიან რეკომენდაციას რძის გამოწველის თაობაზე
იხილეთ სტატია სრულად: მისამართზე: http://www.medgeo.net/2014/05/29/დედის-რძის-გამოწველა/